დიმიტრი ქუმსიშვილი - ელჩებს ვთხოვთ, მაქსიმალურად მოგვეხმარონ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში

დიმიტრი ქუმსიშვილი - ელჩებს ვთხოვთ, მაქსიმალურად მოგვეხმარონ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში

ჩვენ ვთხოვთ ჩვენს ელჩებს, მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგნენ და მაქსიმალურად მოგვეხმარონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამბასადორიალის გახსნამდე საქართველოს ეკონომიკის ახალმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, ძალიან კარგი ტრადიციაა, როდესაც ელჩები და მაღალი რანგის ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველის წლის სექტემბრის დასაწყისში ამბასადორიალზე იკრიბებიან. 

"ეს არის შესაძლებობა, როდესაც ჩვენ ვაცნობთ ელჩებს იმ ეკონომიკურ კურსს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, ასევე იმ საინვესტიციო პოტენციალს და ახალ პროექტებს, რომლებზეც ხელისუფლება მუშაობს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.