თინა ხიდაშელი - ამბასადორიალისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ინვესტიციების მოზიდვა რჩება

თინა ხიდაშელი - ამბასადორიალისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ინვესტიციების მოზიდვა რჩება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საკადრო ცვლილებების მიზეზად ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას ასახელებს.
 

როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს ამბასადორიალის გახსნამდე განუცხადა, ეკონომიკური ურთიერთობების საკითხი წელსაც ამბასადორიალზე ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემად დარჩება და საკადრო ცვლილებების მთავარი მიზეზიც ეს იყო, რაზეც გუშინ პრემიერმა ამომწურავად ისაუბრა. 

"მან მადლობა გადაუხადა ქალბატონ თამარს, მაგრამ სწორედ ამ პრიორიტეტიდან გამომდინარე მოხდა ეს ცვლილება. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ ამბასადორიალისთვისაც რჩება ინვესტიციების მოზიდვა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა და დასძინა, რომ ნებისმიერი ცვლილება რომელიც ქვეყანაში ხდება, ემსახურება სწორედ პრიორიტეტების განსაზღვრას და კორექტირებას, რაც იმ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.