პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილისა და დიმიტრი ქუმსიშვილის დანიშვნის შესახებ ბრძანებები გამოსცა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილისა და დიმიტრი ქუმსიშვილის დანიშვნის შესახებ ბრძანებები გამოსცა

საგარეო საქმეთა მინისტრად გიორგი კვირიკაშვილისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დიმიტრი ქუმსიშვილის დანიშვნის შესახებ პრემიერის ბრძანებები მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ასევე, გამოქვეყნდა ბრძანება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთი ბრძანების შესაბამისად, უფლებამოსილება შეუწყდათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებს.