კონსტიტუციური ინსტიტუციის უარგუმენტოდ დანაწევრებას ვერ დავეთანხმებით

კონსტიტუციური ინსტიტუციის უარგუმენტოდ დანაწევრებას ვერ დავეთანხმებით

კონსტიტუციური ინსტიტუციის უაპელაციოდ, უარგუმენტოდ დანაწევრებას ვერ დავეთანხმებით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან და მასთან დაკავშირებით გამოყენებულ ვეტოსთან დაკავშირებით განუცხადა.

"არანაირი ტიპის პროფესიული არგუმენტი წარმოდგენილი არ არის. თუ რატომ უნდა გამოეყოს საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს იმ დროს, როცა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მიერ საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში ყოფნა შეფასებულია, როგორც წარმატებული. ვერ დავეთანხმებით უარგუმენტოდ, უაპელაციოდ კონსტიტუციური ინსტიტუტის - ეროვნული ბანკის დანაწევრებას. შესაბამისად, პრეზიდენტის ინიციატივა ეფუძნება იმას, რომ საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩეს და უფრო მეტად გაძლიერდეს", - აღნიშნა აბაშიშვილმა. მისივე თქმით, პრეზიდენტის მოტვირებული შენიშვნები ევროკავშირის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის რეკომედაციების გათვალისწინებით მომზადდა.

ამ წუთებში პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონპორექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის წინადადებებზე უნდა იმსჯელონ.