ლევან კობიაშვილი: არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდს მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენებ

ლევან კობიაშვილი: არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდს მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენებ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება, დღეს კი გამარჯვების ერთ-ერთმა ყველაზე რეალურმა პრეტენდენტმა ლევან კობიაშვილმა სფფ-ში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. მისი კანდიდატურა „დინამო თბილისმა“ დააყენა.

„საპრეზიდენტო კანდიდატად „დინამო თბილისმა“ წარმადგინა, რაც ჩემთვის დიდი პატივია. არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდს მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენებ, შევხვდები კლუბებს, რეგიონულ ფედერაციებს, ფედერაციის ყველა სუბიექტს. არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში, სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება“, - აღნიშნა ფედერაციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ლევან კობიაშვილმა.

„მომავალს იმედით ვუყურებ, დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დროა და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე“, - განაცხადა „დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ.