კიევში შეტაკების დროს გარდაცვლილთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა

კიევში შეტაკების დროს გარდაცვლილთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა

კიევში გუშინ მომხდარი შეტაკების შედეგად დაშავებული ეროვნული გვარდიის კიდევ ერთი წევრი გარდაიცვალა. მესამე მსხვერპლის შესახებ სახალხო დეპუტატი ოლგა ბოგომოლეცი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

გავრცელებული ცნობით, დაღუპული ხერსონის რეგიონიდან არის. ის 1995 წელს დაბადებულია. მას ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

რამდენიმე საათის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა გაავრცელა ინფორმაცია მეორე მსხვერპლის შესახებ. კიდევ ერთი სამხედრო - 24 წლის იგორ დებრინი კი გუშინ გარდაიცვალა.

გუშინ ასობით აქტივისტმა რადას შენობის შტურმი სცადა. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა კი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მისამართით ყუმბარა ისროლა. მოგვიანებით დამანაშავე დააკავეს. დაშავებული 139 ადამიანი საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.