სამთავრობო ცვლილებები პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. მან უკეთ იცის, ვინ სად უფრო კარგად მოახერხებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას , - ასე ეხმაურება მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი.
"გიორგი კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად გადასვლით, შენარჩუნდება და გაგრძელდება ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები. მისი საგარეო მინისტრად ყოფნა ასევე გააძლიერებს ეკონომიკურ მიმართულებას, რაც ქვეყანას ძალიან სჭირდება. ამიტომ შეიძლება ეს ორი კურდღლის დაჭერის მცდელობად შევაფასოთ. რაც შეეხება დიმიტრი ქუმსიშვილს, ის ძალიან ენერგიული ახალგაზრდაა, რომელმაც თავი გამოავლინა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზეც და ასევე ვიცე-მერის თანამდებობაზე. მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება შეძლო. ის ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს", - მიიჩნევს ირაკლი სესიაშვილი.
ჟურნალისტებთან საუბრისას სესიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თამარ ბერუჩაშვილის ადგილიც აუცილებლად მოიძებნება.