მაქსიმალურად შევეცდები, ყველაზე საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა

მაქსიმალურად შევეცდები, ყველაზე საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა

საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებულ აქცენტს ეკონომიკურ ურთიერთობებზე გააკეთებს.

კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის დიდი მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან დიდი პატივია, წარმოადგენდეს საქართველოს უცხოეთში.

"მაქსიმალურად შევეცდები, ყველაზე საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აქვს – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნება უმთავრესი პრიორიტეტი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება, ასევე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რათა ის ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, რომლებიც საქართველოს დასავლეთის ქვეყნებთან გააჩნია, ტრანსფორმირებულ იქნას ასეთივე დონის ეკონომიკურ ურთიერთობებში. ეს იქნება პირველი პრიორიტეტი. თუმცა, ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში გარდა პროდასავლური მიმართულებისა. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.