თამარ ბერუჩაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კომენტარს არ აკეთებს

თამარ ბერუჩაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კომენტარს არ აკეთებს

თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან მის გათავისუფლებაზე კომენტარს არ აკეთებს. სამთავრობო ცვლილებების შეფასების მიზნით "ინტერპრესნიუსი" ბერუჩაშვილს დაუკავშირდა და ასევე, დაინტერსდა, აპირებს თუ არა დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გაგრძელებას.

"არ ვაკეთებ კომენტარს", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა სატალეფონო საუბრისას.

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის პოსტზე პრემიერმა დღეს გიორგი კვირიკაშვილი წარადგინა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის პოსტზე თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის.

რაც შეეხება იმას, თუ სად გააგრძელებს მუშაობას თამარ ბერუჩაშვილმა პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხის გადაწყვეტა გიორგი კვირიკაშვილს დაავალა.

თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად მას შემდეგ დაინიშნა, რაც ეს თანამდებობა მაია ფანჯიკიძემ დატოვა.