თურქეთში ორ ბრიტანელ ჟურნალისტს და თარჯიმანს ბრალი წაუყენეს. "ბიბისის" ცნობით, Vice News-ის ჟურნალისტებს - ჯეიკ ჰანრაჰანს და ფილიპ პენდლბერს "ტერორისტული ორგანიზაციისთვის მუშაობაში" და "ისლამურ სახელმწიფოსა" და ქურთ მებრძოლებთან კავშირებში ადანაშაულებენ.
ჟურნალისტები ბრალდებებს უარყოფენ. ისინი გასულ კვირას დიარბაკირის პროვინციაში მაშინ დააკავეს, როდესაც თურქ სამხედროებსა და ქურთ მებრძოლებს შორის დაპირისპირებას იღებდნენ.
Vice News-ი საერთაშორისო მაუწყებელია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოვლენებს აშუქებს, ამზადებს დოკუმენტურ ფილმებს და საგამოძიებო რეპორტაჟებს.