რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "რუსული მაფიის" დახმარებით ესპანეთში უძრავი ქონების ყიდვას გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "თაიმსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ესპანეთის ხელისუფლებამ "რუსული მაფიის" საქმის გამოძიებისას წერილი აღმოაჩინა, რომელშიც საუბარია უძრავი ქონების ყიდვაზე რუსეთის პრეზიდენტისთვის.
წერილში აღნიშნულია: "სენიორ პუტინი, მიწა მალაგაში, რუსული რაიონი ანუ რუსული დასახლება. მიწა არ არის ნაყიდი. საქმე პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომპეტენციაა", - ნათქვამია წერილში.
გაზეთის მონაცემებით, წერილი გენადი პეტროვს ეკუთვნის, რომელსაც ესპანეთის გამოძიება ტამბოვის დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერად მიიჩნევს. დოკუმენტი 2001 წლით თარიღდება.