უკრაინის უმაღლეს რადასთან შეტაკებისას სამი ჟურნალისტი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ფეხის არეში დაშავდა ტელეკომპანია TSN-ის ოპერატორი. ამას გარდა, "მეხუთე არხის" ხელმძღვანელობა ორი თანამშრომლის დაშავებაზე საუბრობს.
"მიუხედავად დაშავებისა, მეხუთე არხის გადამღები ჯგუფი - ჟურნალისტი მაქსიმ ვოლობოევი და ოპერატორი ნიკოლაი ლებედევი - მუშაობას განაგრძობენ", - განაცხადეს ტელეკომპანიის ადმინისტრაციაში.
გავრცელებული ცნობით, ასევე დაშავებულია 30-ზე მეტი სამართალდამცველი და ეროვნული გვარდიის წევრი. სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, აქტივისტებმა უმაღლესი რადას შტურმით აღება სცადეს, თუმცა, მათი შეჩერება პოლიციამ შეძლო.
დაახლოებით 3 000 დემონსტრანტი რადას მიერ დეცენტრალიზაციის შესახებ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებს.