"გვარამიას ხელფასი ნახევარ მილიონამდე გაიზარდა, ჟურნალისტების ხელფასებს კი შემცირება ემუქრება"

"კვირის ქრონიკის" ინფორმაციით, გეგა ფალავანდიშვილი, ელენე გელოვანი, მარიამ და გიორგი ასლანიკაშვილები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-დან სტრუქტურული და ფინანსური რეორგანიზაციის მოტივით გაანთავისუფლეს

როგორც "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, რეორგანიზაცია მხოლოდ მიზეზი იყო, სინამდვილეში კი ისინი „რუსთავი 2“-ის დირექტორის ნიკა გვარამიასთვის გახდნენ საშიშნი.

"არხის ყოფილი მთავარი რეადაქტორი, მარიკა ასლანიკაშვილი ადასტურებს, რომ ტელეკომპანიიდან განთავისუფლებული არიან ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ „რუსთავი 2“-ში. ტელეკომპანიიდან რეორგანიზაციის მოტივით გათავისუფლებული გიორგი ასლანიკაშვილის თქმით, მათ არ უნდოდათ, რომ ფინანსურ საქმეში ძველი გუნდი ყოფილიყო ჩართული“,- აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა, პირველი რაც გააკეთა სამსახურიდან გაანთავისულა ის ადამიანები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ფინანსებთან.

"ასლანიკაშვილებზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მათთან ერთად, გვარამიამ თანამდებობიდან გაანთავისუფლა არხის ფინანსური მენეჯერი ელენე გელოვანი და ფინანსური საკითხები მისი ნდობით აღჭურვილ პირებს გადააბარა. თუმცა, მანამდე, „რუსთავი 2“-ზე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა - ნიკა გვარამიას ყველზე მეტად დისკომფორტს უქმნიდა ტელევიაზიაში ძმებ ყარამანაშვილების ფაქტორი. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ სანამ ყარამანაშვილები ტელეკომპანიის საქმიანობაში ერეოდნენ, არხი მეტ-ნაკლებად დაბალანსებული იყო. გვარამიამ მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნა, რომ ყარამანაშვილების გარეშე ტელეკომპანიას პოლიტიკურად და ფინანსურად უფრო მომგებიანს გახდიდა. გვარამია ირწმუნებოდა, რომ მას ყარამანაშვილები ხელს უშლიდნენ და მის ამ მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია - სააკაშვილმა ყარამანაშვილები ტელევიზიას ჩამოაშორა და მისი ფინანსური მხარე მთლიანად გვარამიას გადააბარა. ე.წ. რეორგანიზაციაც სწორედ ამ თემის გაგრძელება იყო. მას შემდეგ, რაც გვარამიამ ყარამანაშვილები გზიდან ჩამოიშორა, მისი ფინანსური აღმასვლა რეაქტიული სისწრაფით განვითარდა. ნიკა გვარამიას ხელფასი დღეისათვის თითქმის, ნახევარ მილიონ დოლარს უტოლდება და მისი ყველა გართობა თუ ვოიაჟი „რუსთავი 2“-დან ფინანსდება. გვარამიამ მისთვის და მეუღლისთვისაც „პორშეს“ მარკის ჯიპებიც კი „რუსთავი 2“-ის ხარჯზე შეიძინა. ორივე ავტომობილი დღემდე „რუსთავი 2“-ის ბალანსზე ირიცხება. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, „რუსთავი 2“-ს ამჟამად ფინანსური პრობლემები აქვს და ჟურნალისტებისთვის ხელფასების შემცირებაზე მიდის მსჯელობა, თუმცა ეს ტელეკომპანიის ძირითად ბირთვს არ ეხება და რაც მთავარია, არ ეხება ნიკა გვარამიას", - აღნიშნულია "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებულ სტატიაში.