უკრაინის დედაქალაქში უმაღლეს რადასთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 30 სამართალდამცველი დაშავდა. ამის შესახებ "112 Украина" იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, პოლიციამ აქტივისტების ნაწილი დააკავა. დემონსტრანტებმა რადას შენობის შტურმით აღება სცადეს. ისინი პარლამენტის მიერ დეცენტრალიზაციის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცებას აპროტესტებენ.