ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ვარაუდობს, რომ მისი თოქ-შოუს დახურვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
თუმცა, როგორც მიშველაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხზე დაახლოებით ერთ საათში ექნება, მას შემდეგ, რაც არხის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს.
"დღეს გამოვედი შვებულებიდან. მე მექნება შეხვედრა და შემდეგ უკვე შემეძლება დაზუსტებული ინფორმაციის მოცემა", - განაცხადა მიშველაძემ.
ეკა მიშველაძეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე კვირის ანალიტიკური, შემაჯამებელი პოლიტიკური თოქ-შოუ "პირველი სტუდიის" ავტორი და წამყვანია. გადაცემა ეთერში ყოველ პარასკევს, 22.00 საათზე გადის.