პრემიერის განცხადებით, სამხრეთ კორეული კომპანიის საქართველოში შემოსვლა, ქვეყნისადმი ნდობის გამოხატულებაა.

პრემიერის განცხადებით, სამხრეთ კორეული კომპანიის საქართველოში შემოსვლა, ქვეყნისადმი ნდობის გამოხატულებაა.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამხრეთ კორეული კომპანიის საქართველოში შემოსვლა, ქვეყნისადმი ნდობის გამოხატულებაა.

როგორც პრემიერმა "ნენსკრა ჰესის" მშენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ ჰესის საშუალებით ზამთრის სეზონზე იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლება მოხდება.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ, ესაა „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისათის. ეს გახლავთ ხელშეკრულებათა პაკეტი, რომელსაც ხელს აწერენ საპარტნიორო ფონდი, ასევე კორეული კომპანია. მე მინდა მათ მადლობა ვუთხრა ამ პროექტში მონაწილეობისთის, ასევე საქართველოს მთავრობა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა. ამ პროექტის განხორციელებით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აშენდება ასეთი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური. უნდა აღვნიშნო, რომ „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განვითარება ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო მოჩვენებითი დაწყება, რადაგნ მაშინდელმა კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა და განახორციელა აღნიშნული პროექტი. მას შემდეგ როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში დავიწყეთ ამაზე მუშაობა, საპარტნიორო ფონდმა შეკრა ეს პროექტი და შეთანხმებას მიაღწია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთის, რომ სამხრეთ კორეული კომპანია შემოდის საქართველოში, ესაა ნდობის გამოხატულება ჩვენი ქვეყნისადმი, იმ ბიზნესკლიმატისადმი რომელიც არის. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ თქვენ საქართველოში შემობრძანებისთის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვყავს ღირსეული ინვესტიორი, ღირსეული სამშენებლო კომპანია, რომელიც ამ პროექტს განახორცელებს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

„ასევე დიდი წვლილი პროექტში შეიტანეს საპარტნიორო ფონდის კონსულტანტება, ასევე მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებმა. კერძოდ კი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ. პროექტთან დაკავშირებით ყველა ტექნიკური ფინანსური იურიდიული დეტალი შეთანხმებულია და სამშენებლო კომპანია უახლოეს დღეებში დაიწყებს უკვე მშენებლობას. ესაა 280 მეგავატი სიმძლავრის ჰესი, მისი პოტენციური წლიური გამომუშავება შეადგენს 1,2 მილიარდ კილოვატ საათს. სადგური 2019 წლიდან შეძლებს ელექტროენერგიის გამომუშავებას. 2021 წელს დასრულდება მთლიანად. ჰესი დაპროექტებულია ისე, რომ უზრუნველყოს ზამთრის თვეებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლება, რაც გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ენეგროსისტემის მდგრადობას და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ჰესი 35 წლის შემდეგ საქართველოს უსასყიდლოდ გადაეცემა.

„მნიშვნელოვანია, ის რომ ინვესტორი ვალდებულია ააშენოს აღნიშნული ჰესი, ოპერირება გაუწიოს მას 35 წლის განმავლობაში და შემდეგ უსასყიდლოდ დაუბრუნოს საკუთრებაში საქართველოს სახელმწიფოს. ეს იქნება პირველი პროექტი, რომელიც ამ მოდელით განხორციელდება, ის სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება. ჩვენი მთვარობაში ყოფნის პერიოდში 9 ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რომელთა ჯამური სიმძლავრე შეადგენს 157 მეგავატს, ასევე დასრულდა გარდაბნის 137 მეგავატიან სიმძლავრის სადგურის მშენებლობა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთის. მშენებლობის პროცესშია 16 სადგური და მთლიანად 2012 წლიდან დღემდე 400 მილიონი დოლარის ოდენობით პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.