ლევან კობიაშვილის მხარდამჭერები ფეხბურთის ფედერაციასთან შეიკრიბებიან

ლევან კობიაშვილის მხარდამჭერები ფეხბურთის ფედერაციასთან შეიკრიბებიან

ცნობილ ქართველ ვეტერან ფეხბურთელს ლევან კობიაშვილს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ მხარდამჭერები ფედერაციის შენობასთან დახვდებიან.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად 1 სექტემბერს დარეგისტირდება. ამასთან დაკავშირებით ლევან კობიაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა და ყველა მხარდამჭერს 13:00 საათზე ფედერაციასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

„1 სექტემბერს, 13:00 საათზე, ჩვენი საყვარელი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი ოფიციალურად დარეგისტრირდება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად. ყველას, ვისაც გული შეგტკივათ ქართულ ფეხბურთზე, მოგიწოდებთ, ერთად გავამხნევოთ ჩვენი ფავორიტი და დავუდგეთ გვერდში. ფედერაციასთან, კანდიდატურის დარეგისტრირების შემდეგ, კობის ჩვენ დავხვდებით, ჩვენ მივესალმებით, ჩვენ გამოვუცხადებთ მხარდაჭერას, რამეთუ ჩვენ გულშემატკივრები ვართ და ფეხბურთი პირველ რიგში ჩვენია! ყველას გელოდებით ფედერაციასთან, რათა ერთად დავასრულოთ ის, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება“, - ნათქვამია ლევან კობიაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფის განცხადებაში.