„სასჯელაღსრულების სისტემიდან ყველა ის კადრი გათავისუფლდება, ვის მიმართაც კითხვის ნიშნები არსებობს“

„სასჯელაღსრულების სისტემიდან ყველა ის კადრი გათავისუფლდება, ვის მიმართაც კითხვის ნიშნები არსებობს“

სასჯელარსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახი კახიშვილის განცხადებით კადრები, რომლთა რეპუტაციაც კითხვისნიშნის ქვეშ ობიექტურად დგას სისტემაში ვეღარ იმუშავებენ.

როგორც კახიშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აღნიშნა სასაჯელაღსრულების რეფორმის ფარგლებში უწყებაში სამუშაოდ გზა ბევრ იმ ახალგაზრდას გაეხსნება, რომელსაც სამუშაოდ შესაბამისი უნარ-ჩვევები აღმოაჩნდება.

„სასჯელ-აღსრულების სისტემიდან ყველა ის კადრი გათავისუფლდება, ვის მიმართაც კითხვის ნიშნები არსებობს, თუ, რა თქმა უნდა, კანონით დადგენილი წესით დადასტურდება, რომ ეს კითხვის ნიშნები საფუძვლიანი და ობიეტურია! ჩვენ სასჯელარსრულების სისტემის რეფორმის ფარგლებში, მივიღეთ კანონი, რომლის მიხედვითაც უწყებაში სამუშაოდ გზას ვუხსნით ახალგაზრდებს, ოღონდ მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ის უნარ-ჩვევები, რაც პენიტენციურ სისტემაშია საჭირო. ამიტომაც, ადამიანი, რომელიც ჩვენ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვებს, სასჯელარსრულების დაწესებულებაში სამუშაოდ მაშინვე ვერ შევა, იგი ჯერ კურსანტის სახით იქნება მივლინებული ჩვენს სასწავლო ცენტრში, სადაც პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას გაივლის“, - აღნიშნავს კახიშვილი „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.