საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროეტში კიდევ არის დამატებები.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დამატებების განხილვა დაიწყება იმ წუთიდან, როგორც კი ეს კანონი ძალაში შევა.
„ეს დამატებებიც შესაძლოა საინტერესო გახდეს. დღეს უკვე ნათლად გვეცოდინება რა დამატებებზე და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების კიდევ დამატებით პუნქტებზეა საუბარი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.