„ბოიკოტის არსს ვერ ვხედავ იმ პარტიებისგან, რომლებსაც არავითარი პერსპექტივა არ აქვთ“

„ბოიკოტის არსს ვერ ვხედავ იმ პარტიებისგან, რომლებსაც არავითარი პერსპექტივა არ აქვთ“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების მხრიდან შუალედურ არჩევნებში ბოიკოტის გამოცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ის ბოიკოტის არსს ვერ ხედავს იმ პარტიებისგან, რომლებსაც არავითარი პერსპექტივა არ აქვთ არჩევნებში წარმატება მოიპოვონ.

მისი თქმით, პარტიული ცხოვრება ამ პარტიებით არ მთავრდება, რადგან არის სხვა პარტიები, რომლებიც შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.

„ვფიქრობ, გარკვეული დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ არის პარტიები და არა მარტო ირმა ინაშვილის პარტია, რომელიც შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობას არ ღებულობს, მაგრამ არც ბოიკოტს უერთდება. აუცილებელი არ არის, მონაწილეობა იყოს მხოლოდ იმის დამადასტურებელი, რომ ბოიკოტს არ უერთდები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატებს გიორგი ვოლსკის შეფასებით თამარ ხიდაშელსა და სოსო დანელიას იოლი ბრძოლა არ მოუწევთ.

„არ მგონია, რომ მათ იოლი ბრძოლა მოუწიოთ, თუმცა ვფქირობ, რომ ისინი რაიონებს ღირსეულად წარმოაჩენენ და ძალიან პერსპექტიულები იქნებიან“, - განაცხადა ვოლსკიმ.