დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში დადებს მაღალპროცენტიან შედეგს, - ამის შესახებ მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოსო დანელიამ პრემიერ-მინისტრის მიერ მისი წარდგენის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მთელ თავის ენერგიას და გამოცდილებას გამოიყენებს იმისთვის, რომ მარტვილის რაიონში არჩევნებში "საუკეთესოდ წარდგეს".
"უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და "ქართულ ოცნებას" ასეთი ნდობისა და ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის მარტვილის რაიონში, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ, "ქართული ოცნება" წარდგება როგორც საჭიროა ისე და დადებს მაღალ პროცენტს, როგორც ამ არჩევნებში, ისე მომავალში მას ექნება კარგი და პოზიტიური სახელი. გპირდებით, რომ ჩემს გამოცდილებას, რომელიც დამიგროვდა წლების განმავლობაში მოვახმარ ჩემს საყვარელ რაიონს და კუთხეს და მთელ ენერგიას გამოვიყენებ იმისთვის, რომ მარტვილის რაიონი არჩევნებზე ერთ-ერთ საუკეთესოდ წარდგეს და წარმატება ჰქონდეს იმ ფერხულში, რომელიც დაწყებულია", - განაცხადა სოსო დანელიამ.