"ქართული ოცნების" მიერ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებული თამარ ხიდაშელი აცხადებს, რომ მთავარი საზრუნავი ყოფილი მაჟორიტარის, თინა ხიდაშელის მიერ რაიონის მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების ბოლომდე მიყვანა იქნება.
შესაბამისი განცხადება თამარ ხიდაშელმა "ქართული ოცნების" ოფისში, პრემიერ-მინისტრის მიერ მაჟორიტარ კანდიდატად მისი დასახელების შემდეგ გააკეთა.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, კოალიცია "ქართულ ოცნებასა" და უშუალოდ "რესპუბლიკელებთან" ღირებულებები აერთიანებს და შეთავაზებას სწორედ ამის გამო დათანხმდა.
"დიდი მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს წარდგენისთვის, ასევე - კოალიცია "ქართულ ოცნებას" და "რესპუბლიკურ პარტიას". მათთან მე მაერთიანებს ღირებულებები და სწორედ ამიტომ დავთანხდმი ამ შემოთავაზებას. გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, მაგრამ ჩავთვალე, რომ უნდა გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან და უშუალოდ ხელისუფლების საშუალებით მეცადა გამეკეთებინა ის, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი – ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. რაც შეეხება საგარეჯოში ჩემს პროგრამას, მთავარი საზრუნავი იქნება, ქალბატონი თინა ხიდაშელის მიერ მიცემული დაპირებების ბოლომდე მიყვანა", - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.