მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 30 აგვისტოს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანიას დაუპირისპირდა.

პირველი შეხვედრა 66 კგ. წონით კატეგორიაში გაიმართა. ვაჟა მარგველაშვილმა მეტოქე იუკოთი დაამარცხა. 73 კგ. წონაში ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე ვაზარით დაამარცხა - 2:0. მესამე შეხვედრაში საჭიდაოდ უკვე ნუგზარ ტატალაშვილი გამოვიდა და დაპირისპირება იუკოთი დათმო - 2:1. ტატალაშვილის შემდეგ, ბექა ღვინიაშვილმა მეტოქე 3:1 დაამარცხა. ბოლო მეხუთე შეხვედრაში ვალერი ლიპარტელიანმა იჭიდავა. ლიპარტელიანმა გერმანელი ძიუდოისტი იპონით დაამარცხა.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა გერმანია ანგარიშით 4:1 დაამარცხა და გუნდურ პირველობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.