ინგა გრიგოლია გადაცემების

ინგა გრიგოლია გადაცემების "რეაქცია" და "იმედის კვირა" დახურვას ეხმაურება

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია გადაცემების "რეაქცია" და "იმედის კვირა" დახურვას ეხმაურება. "მორჩა კინო, წადით სახლში - "რეაქცია" და "იმედის კვირა" დაიხურა", - წერს ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ტელეკომპანია "იმედმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "იმედი" საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქშოუებს დროებით აჩერებს. 

"საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია "იმედი" დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტს.

ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.

ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი "იმედის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შექმნაში", - ნათქვამია "იმედის" განცხადებაში.