გერმანიაში ექვსი ქართველისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა "ბილდი" იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, დაკავება გასულ კვირას მოხდა.
გამოცემა დაკავებულების ფოტოებსაც ავრცელებს. მათ შორის არიან მამუკა მ. (42), გიორგი ა. (35), ირაკლი კ. (29), სერგო მ. (49), კახაბერ დ. (30) და ვიაჩესლავ ი. (42). ისინი ძვირფასეულობის მაღაზიების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები.
საქმეს ქალაქ კიოლნის პოლიცია იძიებს. დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი ირაკლი კ.-ა, რომელიც პოლიციისთვის უცხო არ არის. მან უკვე მოიხადა ქურდობისთვის ორწელიწადნახევრიანი სასჯელი.