მარიამობასთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

მარიამობასთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნტერესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს. 

მსახურების დასასრულს პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს მიულოცავს. 

სიონში მსახურებაზე დასასწრებად საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან. მთავრობის მეთაურისთვის ტაძარში, მარცხენა მხარეს სპეციალური ადგილია გამოყოფილი და ის უკვე სკამები დადგეს.