ფოთში 8 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

ფოთში 8 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

უბედური შემთხვევა მოხდა ფოთში. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, კუნძულის უბნის ზღვის სანაპიროზე 8 წლის ბიჭი დაიხრჩო.

თვითმხილველები "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ყვებიან, რომ ბავშვი ზღვაზე საბანაოდ დედასთან და დასთან ერთად იმყოფებოდა.

გადაუღებელი წვიმების შემდეგ ზღვაზე ღელვა იყო, რა დროსაც ტალღებმა ორივე მოზარდი გაიტაცა. თვითმხილველების ინფორმაციით, დის გადარჩენა მოხერხდა, 8 წლის ბიჭს კი სამაშველო ბრიგადები ამ დრომდე ეძებენ.