საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენმა ოკუპირებული ცხინვალიდან საოკუპაციო ზოლი გადმოკვეთა და გორის რაიონის სოფლების გავლით ახალგორის მიმართულებით გაფრინდა.
გორის რაიონის სოფლების, ბუბუტიანთკარის და მერეთის მოსახლეობის ინფორმაციით, რუსულმა ვერტმფრენმა ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოკვეთა საოკუპაციო ზოლი და ახალგორის მიმართულებით გაფრინდა.