ქობულეთში ფიზიკური დაპირისპირების დროს ოთხი ადამიანი დააკავეს

ქობულეთში ფიზიკური დაპირისპირების დროს ოთხი ადამიანი დააკავეს

ქობულეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ჩხუბისას ოთხი პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

ფაქტზე მიმდინარეობს ძიება 19/108-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა) და 239-ე მუხლით (ხულიგნობა). უწყების ინფორმაციით, ჯგუფური ჩხუბის დროს ერთმა პირმა მეორე მსუბუქად დაჭრა. 
ქობულეთში ერთმანეთს ქართველები და აზერბაიჯანელები დაუპირისპირდნენ, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. 

ამასთან, სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ ჩხუბის ამსახველი ვიდეო გავრცელდა სახელწოდებით - "ქართველებისა და დაღესტნელების ჩხუბი ქობულეთში". როგორც ირკვევა, ვიდეო მასალაში არა ქართველებისა და დაღესტნელების, არამედ, ქართველებისა და აზერბაიჯანელების ჩხუბია ასახული.