ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. დასკვნითი სიტყვა უკვე წარმოსთქვა ბრალდების მხარემ.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ ნაფიც მსაჯულებს დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას შეახსენა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები, ასევე - წარმოადგინა ფოტომასალა, სადაც ზურაბ ჟვანიას სხეულზე - ტუჩზე და თავის არეში დაზიანებებია, ხოლო ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილ უსუპოვს მკერდის არეში აღენიშნება ლაქები და ნაჩხვლეტები.
პროკურორმა ნაფიც მსაჯულებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჟვანიას დაცვის წევრებმა - კობა ხარშილაძემ და მიხეილ ძაძამიამ სამსახურებრივი გულგრილობა ჩაიდინეს.
ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა ზურაბ ჟვანიას ვიდეოგამოსვლით "მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი" დაასრულა.
დასკვნითი სიტყვა წარმოსთქვა ძაძამიას ადვოკატმაც, რომლის მტკიცებითაც, მისი დაცის ქვეშ მყოფი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამდე, ყოფილი პრემიერის გადაადგილება მეგობრულად მოახდინა. შესაბამისად, ადვოკატის მტკიცებით, ძაძამია წარდგენილ ბრალდებაში სრულად უდანაშაულოა. სხდომას ესწრებიან როგორც ბრალდებულების აზლობლები, ასევე გარდაცვლილი პრემიერის მეგობრები და ოჯახისწევრები, მათ შორის ზურაბ ჟვანის ძმა - გოგლა ჟვანია.
კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმეზე ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა შესაძლოა, დღეს გამოიტანონ.