ლევან ხაბეიშვილის დაპირება იყო კონკრეტული ქრთამის დაპირება სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირების სანაცვლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხაბეიშვილის ქმედება ძალიან ცხადი დანაშუალის ნიშნების შემცველი იყო.
„ძალიან კონკრეტული შემადგენლობა აქვს მის დაპირებას, ქრთამის დაპირება იმის სანაცვლოდ, რომ კონკრეტულმა პირმა, ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა გადადგას ნაბიჯი სისტემის წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ძალიან ცხადი დანაშუალის ნიშნების შემცველი, დანარჩენს დაადგენს სასამართლო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.