ფოთში, ზღვაში დაღუპული 22 წლის ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. "ინტერპრესნიუსთან" საუბარში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა აზო გიორგაძემ განაცხადა, რომ ცხედარი სანაპირო დაცვის სპეციალისტებმა იპოვეს.
დღეს მთელი დღის განმავლობაში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. 22 წლის ახალგაზრდა ზღვაში გუშინ ღამით დაიხრჩო, იგი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.