"შეაჩერე რუსეთის აგრესია - გახსოვდეს 2008 წლის აგვისტო!" გაიმართება

რუსეთ-საქართველოს ომის 7 წლისთავთან დაკავშირებით დღეს, ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინასთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით - "შეაჩერე რუსეთის აგრესია - გახსოვდეს 2008 წლის აგვისტო!" გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ საორგანიზაციო კომიტეტის სახელით აშშ-ში მცხოვრები ქართველები - ნატალია გოდერძიშვილი და დავით ცქიფურიშვილი ავრცელებენ. წინასწარი ინფორმაციით, მასში როგორც ქართველი, ისე ამერიკელი, უკრაინელი, პოლონელი და ჩერქეზი მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობას.

აქცია ნიუ იორკის დროით 16:00 საათზე არის ჩანიშნული. ომის წლისთავთან დაკავშირებით აქცია გაერო-ს შტაბ-ბინასთან ყოველწლიურად იმართება.