გიორგი ვოლსკი: ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ანა წითლიძის განცხადება შეცდომა ან წამოცდენა იყო. ზუსტად ასეთი, ე.წ. მშვიდობიანი აქციების ჩატარებას გეგმავენ, რომელმაც, მათი აზრით, აუცილებლად მსხვერპლი უნდა მოიტანოს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი მედიასთან ანა წითლიძის განცხადებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ განცხადება წამოცდენა არ არის.

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ანა წითლიძის განცხადება შეცდომა ან წამოცდენა იყო. ზუსტად ასეთი, .. მშვიდობიანი აქციების ჩატარებას გეგმავენ, რომელმაც, მათი აზრით, აუცილებლად მსხვერპლი უნდა მოიტანოს. ამ მსხვერპლს უნდა მოჰყვეს პროცესების რადიკალიზაცია და ამ რადიკალიზაციას - დაპირისპირება. დაპირისპირებას კი უნდა მოჰყვეს ისეთი მოქმედებები, რომლებიც ანა წითლიძეს, ლევან ხაბეიშვილს ან სხვა მათ მოკავშირეს მოიყვანს ხელისუფლებაში და შემდეგ გაგრძელდება ის სცენარი, რასაც კარნახობენ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ კონკრეტულ გეგმებზე საუბრისას, სპეცრაზმელების რაოდენობაზე და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე გაამახვილა ყურადღება.