ირაკლი ქადაგიშვილი: ფრთხილად იყვნენ, კანონს ნუ გადააბიჯებენ, თორემ კანონი პასუხს გასცემს და ვეღარ უშველით მერე „ფეისბუქზე

ირაკლი ქადაგიშვილი: ფრთხილად იყვნენ, კანონს ნუ გადააბიჯებენ, თორემ კანონი პასუხს გასცემს და ვეღარ უშველით მერე „ფეისბუქზე" პოსტი და საზღვარგარეთიდან აღშფოთებული განცხადება

ფრთხილად იყვნენ, კანონს ნუ გადააბიჯებენ - როდესაც კანონის წინაშე წარდგებიან, ფეისბუქზე“ ტირილი გვიან იქნება, ამიტომ არავინ არ ჩაერთოს პროვოკაციაში, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომ გდდ-ის 4 ათასი თანამშრომელი ვერ მოერევა საქართველოს ათასობით მოქალაქეს, თუ ის გაბედავს, რომ ხელი აწიოს მათზე“.

მისივე თქმით, რევოლუციის ვერანაირი სცენარი ვერ გათამაშდება და თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ პროვოკაციის მოწყობით რაიმე მიზანს მიაღწევენ, ძალიან ცდებიან“.

მე კიდევ ერთხელ მინდა, გავაფრთხილო ის ადამიანები, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ვინც შეიძლება ამ პროვოკაციაში ჩართონ. როდესაც კანონის წინაშე წარდგებიან, ფეისბუქზე" ტირილი გვიან იქნება, ამიტომ არავინ არ ჩაერთოს პროვოკაციაში. რაც შეეხება მიტინგს და მშვიდობიან აქციას, მაგის უფლება საქართველოში ყველას აქვს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მან ასევე შეაფასა წითლიძის ამ განცხადებაზე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება - ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ" და აღნიშნა, რომ ეს პასუხი მოკლე და ლაკონურია".

მოკლე და ლაკონური არის. რამდენად ეთიკურია დღე და ღამე იმის ძახილი, რომ სახელმწიფოში გადატრიალებას და დამხობას მოვახდენთო?! ფრთხილად იყვნენ, კანონს ნუ გადააბიჯებენ, თორემ კანონი პასუხს გასცემს და ვეღარ უშველით მერე ფეისბუქზე" პოსტი და საზღვარგარეთიდან აღშფოთებული განცხადება. იმ საზღვარგარეთმაც უნდა გაიგოს, რომ მარტო ისინი არ არიან ერები და ქვეყნები, რომ საქართველოც ქვეყანა და ერია, რომ აქაც კონსტიტუციაა, აქაც ხალხია და აქაც არჩევნებია. ამას ყველამ პატივი უნდა სცეს, შიგნით და გარეთ," - განაცხადა ქადაგიშვილმა.