NATO-ში საქართველოს ახალი წარმომადგენელი ეყოლება

NATO-ში საქართველოს ახალი წარმომადგენელი ეყოლება

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს.

"წლების განმავლობაში ირაკლი ბერია იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

ასევე გახლდათ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი NATO- საპარლამენტო ასამბლეაში.

სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე მსახურობდა", - აღნიშნულია საგარეო უწყების გაცხადებაში.