პრემიერ-მინისტრი ახალ შს მინისტრს 14:00 საათზე დაასახელებს. ამის შესახებ "პირWელს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
ცნობისთვის, შს მინისტრის პოსტზე აქტიურად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის, შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურები განიხილება.
შეგახსენებთ, რომ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის პოსტი შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის შემდეგ გახდა ვაკანტური. პარლამენტმა ვახტანგ გომელაური სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, 6 წლის ვადით დაინიშნა.
ამ დროისთვის მინისტრის მოვალეობას, პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი ასრულებს.