თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, ადმინისტრაცია გეგმავს იმის დადგენას, თუ ვინ შეიძლება აფინანსებდეს „ანტიფას“ და სხვა რადიკალურ მემარცხენე ძალადობრივ ორგანიზაციებს.
„ჩვენ გავარკვევთ, ვინ აფინანსებდა „ანტიფას“ და სხვა ძალადობრივ მემარცხენე ჯგუფებს“, - აღნიშნა კეროლაინ ლევიტმა.
18 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მემარცხენე მოძრაობა „ანტიფა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.