ანა წითლიძე: ნერვიულობენ, რომ სპეცრაზმის რაოდენობა არ ეყოფათ

ანა წითლიძე: ნერვიულობენ, რომ სპეცრაზმის რაოდენობა არ ეყოფათ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას, სპეცრაზმელების რაოდენობაზე და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის (გდდ) წინააღმდეგობის გაწევაზეც ისაუბრა.

წითლიძის განცხადებით, 4 000 გდდ-ს სპეცრაზმელი ვერ მოერევა ათასობით მოქალაქეს.

„თქვენ ეს გდდ რა გგონიათ? მთელი თავისი სისტემით არის 4000 ადამიანი, სულ რომ ყველა ერთად გამოიყვანოს და მერე მაგას დაამატოს კიდევ საპოლიციო სისტემა. 4000 [ადამიანი] რომელსაც კიდევ 50 კილო აცვია ჩვენამდე რომ მოირბინოს, 4000 გდდ-ს სპეცრაზმელი ვერ მოერევა საქართველოს ათასობით მოქალაქეს, წინააღმდეგობას რომ უწევს, ისეთს“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.

გიული გუბაზაძე. ქალური ფიზიკური და სულიერი სიმათხოჯის სიმბოლო გვარად წითლიძე…
7 წუთის უკან