გეორგ ბაზელიცის ბეჭდური გრაფიკა

გეორგ ბაზელიცის ბეჭდური გრაფიკა

მხატვრობის მოყვარული თბილისელებისათვის 2 ნოემბერს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მეტად საინტერესო გამოფენა გაიხსნება. თბილისში ცნობილი გერმანელი მხატვრის – გეორგ ბაზელიცის ბეჭდური გრაფიკის სტილში შესრულებულ ნამუშევრებს გამოფენენ.

 "რეალობა თავად სურათია, ის ნამდვილად არ არის სურათზე ასახული." გეორგ ბაზელიცის ეს წინადადება სლოგანივითაა მისი შემოქმედებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ 1938 წელს დოიჩბაზელიცში/საქსონიაში ჰანს–გეორგ კერნის სახელით დაბადებული ხელოვანი თავის სურათებში, პლასტიკებსა და გრაფიკებში არასოდეს ღალატობს საგნობრივ გამომსახველობას.

1957 წელს, საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული აღმოსავლეთ გერმანიიდან,  ბაზელიცი დასავლეთ ბერლინში გადადის საცხოვრებლად და თავისი სტილის განმსაზღვრელი, სპეციფიკური მოტივების ძიებისას, საკუთარ ხელწერას მიაგნებს:

1969 წლიდან მისი ობიექტები თავდაყირა დგანან. დანახულის თავდაყირა დაყენება მისი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ხდება. ბაზელიცი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ხედვის საფუძველს, ადრეული რენესანსის პერიოდიდან გაბატონებულ იდეას: სურათში პერსპექტიულ–ტექტონურად აგებული სივრცისა. ამჟამად ის თავისუფლდება მოცემული ხედვისაგან და საგნებს ახლებურ თვითმყოფადობას სძენს. საგნებზე განსხვავებული ხედვა ბაზელიცის სურათების მნახველთ აიძულებთ განყენებულად შეხედონ სურათის მოტივს, რითაც უფრო მძაფრად აღიქმება ფორმებისა და ფერების ურთიერთქმედება და სიმრავლე.

ბაზელიცის ნამუშევრების გამოფენა, თბილისის მუზეუმში 12 ნოემნბრამდე გასტანს.