10 ივლისს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინა ხიდაშელის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ფრანგულ მხარესთან მეორე ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება, რომელიც საქართველოსთვის სავარაუდოდ ასევე თავდაცვითი იარაღის მიწოდებას ეხება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფრანგულ მხარესთან თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესახებ კონტრაქტი 15 ივნისს გააფორმა. სამინისტროს ინფორმაციით, თინა ხიდაშელი პარიზის 51-ე საერთაშორისო სამხედრო-საავიაციო შოუს დაესწრო და კონტრაქტს ხელი ლაბერჟეს საავიაციო და ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის გამოფენის ფარგლებში მოაწერა.