როგორც „პირWელს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ცვალებადი ამინდი, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთი საქართველოშია მოსალოდნელი.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გვალვაა მოსალოდნელი, დოდო გვაზავა აცხადებს, რომ ამ კვირაში ტემპერატურის მატება მოსალოდნელი არაა და 35 გრადუსს არ აცდება.
„საქართველოს მასშტაბით გამოდარება ამ კვირის ჩათვლით მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, ხუთშაბათს და პარასკევს ცალკეულ რაიონებში შეიძლება იყოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე ცვალებადი მიმართულების ქარი. ტემპერატურა დღეს იკლებს დასავლეთ საქართველოშიც და აღმოსავლეთშიც. დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა მიაღწევს 22-26 გრადუსს, სანაპირო რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება, სამეგრელო-იმერეთის მხარეს მაქსიმალური 26 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი, მაქსიმალური იქნება შიდა ქართლში დაახლოებით 28 გრდადუსამდე, ქვემო ქართლში და თბილისში 30-33 გრადუსი. ტემპერატურის მატებას არ ველოდებით, დაახლოებით ამ ფარგლებში დარჩება“, - განაცხადა გვაზავამ.