ჯეი დი ვენსი: თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ და არეულობებს და სხვა პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებ, რატომ არ უნდა შეგიწყვიტოთ დაფინანსების წყარო და რატომ არ უნდა აგოთ პასუხი?

ჯეი დი ვენსი: თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ და არეულობებს და სხვა პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებ, რატომ არ უნდა შეგიწყვიტოთ დაფინანსების წყარო და რატომ არ უნდა აგოთ პასუხი?

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის თქმით, ქუჩის სისხლიანი ამბოხებები, პოლიციელებზე თავდასხმა და ე. წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა პოლიტიკური ტერორიზმია.

ჯეი დი ვენსი ასევე აღნიშნავს, რომ ამ პოლიტიკურ ტერორიზმზე პასუხისმგებლები არიან ძალადობის დამფინანსებელი ორგანიზაციები.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხისგებაში მიცემაზე, რომლებიც აქეზებენ ძალადობას, არეულობას და ახდენენ ახალგაზრდების რადიკალიზებას.

ვენსის თქმით, ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე მოეპყრობიან, როგორც ტერორისტებს.

თუ ხალხს ამერიკის მთავრობის ან თანამოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ჩადენისკენ მოუწოდებთ, მაშინ თქვენ ნამდვილად ტერორისტულ მოძრაობაში ხართ ჩაბმული. ძალიან ბევრს ვშრომობთ, რომ მემარცხენე ძალადობის და მემარცხენეთა რადიკალიზაციის ქსელის დამფინანსებელთა ორგანიზაციები გამოვავლინოთ. თუკი ხალხს აქეზებთ და აფინანსებთ, რომ პოლიტიკური ძალადობა ჩაიდინონ, მაშინ ისე მოეპყარით, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას. თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ და არეულობებს და სხვა პოლიტიკურ ძალადობას აფინანსებ, რატომ არ უნდა გებრძოლოთ, რატომ არ უნდა შეგიწყვიტოთ დაფინანსების წყარო და რატომ არ უნდა აგოთ პასუხი? უნდა დავადგინოთ, როგორ ხდება ახალგაზრდების რადიკალიზება, და ვინ აფინანსებს ამას. პოლიტიკური ტერორიზმია არა მხოლოდ ის, როცა ხალხი პოლიციელებს კლავს და მოლოტოვის კოქტეილებს ესვრის, არამედ ისიც, ვინც აფინანსებს და აორგანიზებს ამ პოლიტიკურ ძალადობას“, - თქვა ვენსმა.

ტერეზა 85 ჩარლი კერკირის დაფინანსება
გამარჯობა ყველას,
უზომოდ მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ჩარლი კერკირი ჩემს გზაზე დააყენა.
მე მქვია ტერეზა და ფერმერი ვარ.
თუ რაიმე ფინანსური საჭიროება გაქვთ ან ფინანსურ სირთულეებს განიცდით, დაუკავშირდით ამ შესანიშნავ ჩარლი კერკირს და სრულად კმაყოფილი დარჩებით. მან ახლახან დამეხმარა მცირე თანხით, 50,000 ლარით, რაც ჩემთვის საკმარისზე მეტია.
ის კეთილი ადამიანია; მისი წყალობით შევძელი ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ვალების გადახდა.
თუ მცირე სესხი გჭირდებათ, დაუკავშირდით მას და იმედგაცრუებული არ დარჩებით.
თქვენი ფინანსური ტრავმა დასრულდა.
ელ. ფოსტა: charlykerkir@gmail.com
გმადლობთ

თუ საქართველოდან არ ხართ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ.
1 საათის უკან