სათანადოდ ვერ შევაფასე ის ბიუროკრატიული მანქანა, რაც უკრაინაში არსებობს

სათანადოდ ვერ შევაფასე ის ბიუროკრატიული მანქანა, რაც უკრაინაში არსებობს

მე სათანადოდ ვერ შევაფასე ის ბიუროკრატიული მანქანა, რაც უკრაინაში არსებობს, - ეს კომენტარი უკრაინულ მედიასთან საუბრისას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა გააკეთა, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ გასულ კვირას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში რეფორმების განხორციელების მთავარ პრობლემას გადაწყვეტლების მიღების ეტაპზე მინისტრთა კაბინეტის სუსტი ავტონომია და საკანონმდებლო შტოს მიერ ხელისუფლების აღმასრულებელი ვერტიკალის ძლიერი რეგულირება წარმოადგენს. მისივე თქმით, მან მის გადაყენებასთან დაკავშირებით "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" ინიციატივის შესახებ მედიიდან შეიტყო.

"ჩემთვის ამის შესახებ ფრაქციის წარმომადგენლებს არ უთქვამთ, არავის არ მოუწოდებია ჩემთვის მსგავსი ინფორმაცია" , – აღნიშნა კვიტაშვილმა.

ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო არამხოლოდ ინიციატივა მისი გადადგომის შესახებ, არამედ ამ საკითხზე გადაწყვეტილების ასე სწრაფად მიღებაც.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მან შეძლო მთავრობის პროგრამების და სახელმწიფო შესყიდვების სისტემების შეცვლა, ასევე არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის განახლება.

კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე გასული წლის ბოლოს დანიშნეს. გასულ კვირას კი მან გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც "პეტრო პოროშენკოს ბლოკი" მისი გათავისუფლების ინიციატივით გამოვიდა.