სააგენტო “Associated Press”-ის ინფორმაციით, ორი დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საკუთარი ვოკალური მონაცემების სახალხოდ დემონსტრირება მოახდინა.
ამერიკის პირველ პირს თეთრ სახლში მორიგი საზეიმო შეხვედრა ჰქონდა. ეს ღონისძიება მუსიკალურ ხასიათს ატარებდა და ჯგუფი “The Rolling Stones”-ის ლიდერი მაკ ჯაგერი და ცნობილი მუსიკოსი ბი ბი კინგი ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიმდინარეობისას მიკროფონი ბატონმა მიკ ჯაგერმა აიღო და ობამას ვოკალური შესაძლებლობების დემონსტრირება მოსთხოვა. “მიდი ბიჭუნა, გვიმღერე, შენ ხომ ნიჭიერი ადამიანი ბრძანდები” – ასე მიმართა ჯაგერმა ობამას.
ხანმოკლე დაბნეულობის შემდეგ მისტერ ბარაკმა პოპულარული კომპოზიციიდან “Sweet Home Chicago” რამდენიმე კუპლეტი შეასრულა. რასაკვირველია ბი ბი კინგმა პრეზიდენტი მარტო არ დატოვა და მასთან ერთად შესანიშნავი დუეტი შეადგინა.
სიმღერის შესრულების შემდეგ ჯაგერმა ობამას “მუსიკალური ნათლობა” მიულოცა და ურჩია, რომ უახლოეს მომავალში საკუთარი ალბომი ჩაწეროს.საინტერესოა, რომ თეთრ სახლში ცოტა ხნის წინ სერ პოლ მაკარტნი და სტივ უონდერიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ წინაშე ბარაკ ობამამ სიმღერა ვერ გაბედა.