გამოცემა “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ცნობილმა ამერიკელმა გიტარისტმა ჯო სატრიანიმ მორიგ საკონცერტო სურათზე მუშაობა დაასრულა.
ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “Satchurated: Live in Montreal”. ფილმი აშშ-ის კინოთეატრებში მიმდინარე წლის მარტში გამოვა.
გასულ წელს მუსიკოსი მსოფლიო საგასტროლო ტურნეში იმყოფებოდა. დეკემბრის მიწურულს კანადის ქალაქ მონრეალში მორიგი კონცერტი ჩაატარა. ამ ახალ სურათში სწორედ ეს ღონისძიება იქნება ასახული.
ფილმი ჩვეულებრივი და 3D კამერითაა გადაღებული. მუსიკოსის ინფორმაციით მისი ორი ვერსიაა შექმნილი. ერთი, შემცირებული ფორმატის, სატელევიზიო ჩვენებისთვისაა განკუთვნილი, მეორე კი უშუალოდ კინოთეატრებისათვის.
მიმდინარე წლის 10 აპრილს ჯო სატრიანი ამ სურათისათვის სპეციალურ საუნდრეტკს გამოსცემს, რომელიც აშშ-ის სხვადასხვა ტელეარხებზე განთავსდება.