ამერიკული მას-მედიის ცნობით, პოპულარული მსახიობი უმა თურმანი ახალი პროექტით დაკავდა.
ცოტა ხნის წინ მსახიობმა თანხმობა განაცხადა რომ ახალი სერიალის გადაღებებში მიიღოს მონაწილეობა. მისი სახელწოდებაა “Smash”. ამ ნამუშევრის პროდიუსერი სახელგანთქმული ამერიკელი კინორეჟისორი სტივენ სპილბერგი იქნება.
სერიალი ბროდვეის თეატრალური სამყაროს მსახიობებისა და რეჟისორების ცხოვრებას ასახავს.
სიუჟეტის მიხედვით, თურმანის გმირი ცნობილი კინომსახიობი ბრძანდება. ის ბროდვეის ერთ-ერთ თეატრში მსახიობი მერილინ მონროს როლის განსახიერებაზე ოცნებობს.
ახალი ფილმის პირველი სერია უკვე გადაიღეს და რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “NBC"-ის ეთერში უჩვენეს.