California Gurls -მომღერალ კეტი პერის ახალი ალბომის პირველი სინგლია. სნუპ დოგი სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობას იღებდა, როგორც მიწვეული ვოკალისტი.
რეპერის მიერ დაწერილი ტექსტის ნაწილში, იყო ანალოგია The Beach Boys–ის 1965 წლის სიმღერის California Girls– თან. ჯგუფის წევრებმაც სწორედ ეს ფაქტი გააპროტესტეს.
ამასთანავე, The Beach Boys–ის ვოკალისტმა და ლიდერმა, ბრაიან უილსონმა განაცხადა, რომ მას ახალი სიმღერა მოეწონა. – „კომპოზიცია ენერგიულია და მელოდიაც დასამახსოვრებელი. საერთოდ მე მომწონს კეტი პერის ვოკალი“.
სნუპისა და პერის ახალი დისკის რელიზი აგვისტოს ბოლოსათვისაა დანიშნული.