ალექსანდრა ჰოლ ჰოლი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო მიღებას უმასპინძლებს

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო მიღებას უმასპინძლებს

დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ხვალ, თბილისში განვითარებული სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ცნობიერების ასამაღლებლად საქველმოქმედო მიღებას უმასპინძლებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საელჩოდან აცნობეს, მიღებას დაესწრებიან თბილისის მერის მოადგილე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. ასევე ბრიტანულ-ქართული ბიზნესწრეების წარმომადგენლები და ბრიტანელები და ბრიტანეთთან ასოცირებული ადამიანები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და საქმიანობენ.

"ძალიან დამწუხრებული ვარ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგიკული და დამანგრევებელი მოვლენების გამო. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, რათა უკეთ გამოვკვეთოთ ის მიმართულებები, სადაც ბრიტანეთის მთავრობას დახმარება შეგვეძლება უფრო მდგრადი შედეგების მისაღწევად. ეს დამატებით იქნება იმ დახმარებასთან, რომელსაც ბრიტანეთი ევროკავშირის მეშვეობით, როგორც ერთ-ერთი კონტრიბუტორი ახორციელებს", - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, 30 ივნისს დაგეგმილი ღონისძიება არის საქართველოში მცხოვრები ბრიტანელების მცდელობა, უფრო პირადად და სწრაფად დაეხმარონ მათ, ვინც ამ სტიქიით ყველაზე მეტად დაზარალდა. "ბევრი ჩვენგანისთვის ხომ თბილისი და ეს ქვეყანა ჩვენი სახლი გახდა", - განაცხადა ელჩმა.

საელჩოს ცნობით, ღონისძიებით მიღებული ფულადი კონტრიბუციები გადანაწილდება სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ფონდებში, რომლებიც სტიქიით დაზარალებულთათვის არის შექმნილი.