ვლადიმერ პუტინი და სილვიო ბერლუსკონი ალთაის მხარეში ისვენებდნენ

ვლადიმერ პუტინი და სილვიო ბერლუსკონი ალთაის მხარეში ისვენებდნენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასული უქმეები ალთაის მხარეში იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან ერთად გაატარა".

ბიბისის" ცნობით, რუსეთის პირველი პირის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ბერლუსკონი რუსეთში არაოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და პუტინთან ერთად ალთაიში გაემგზავრა. პესკოვის თქმით, პუტინი და ბერლუსკონი ერთ-ერთ სასტუმროში დარჩნენ.

შეხვედრის შესახებ სხვა დეტალებზე კრემლის ლიდერის პრესსპიკერი არ საუბრობს.

როგორც ცნობილია, პუტინი და ბერლუსკონი მეგობრები არიან. რუსეთის პრეზიდენტი იტალიაში ვიზიტის დროს ყოველთვის ცდილობს გამონახოს დრო ბერლუსკონის მოსანახულებლად.